“პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა” – გოგი წულაია

ქუთაისის შემოვლითი გზის დაკეტვას და არასწორად მოწყობილ ავტობანს სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობა პარტია „თავისუფალი საქართველოსთან“ ერთად აპროტესტებს.

მოსახლეობის თქმით, ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და მათ დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ.

მათივე თქმით, არასწორად მოწყობილ გზას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია კი ხელისუფლებისგან რეალურ ქმედებებს მოითხოვს.

„დღეს ჰქონდა კონფერენცია პრემიერ-მინისტრს და ინფრასტრუქტურის მინისტრს და იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა. რეალობა არის ეს, რაც ახლა ამ წუთას აქ ხდება. მილიონობით ლარია გადაყრილი, 3-4 წელი დაკეტილია ეს გზა… გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად… დაამთავრეთ უგუნურება და მართლა გააკეთეთ რაღაც,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
დაწერე კომენტარი