პრემიერი აღიარებს, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობაში ვეღარ მოვა – ბახტაძე კოალიციურ მთავრობაზე ალაპარაკდა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოლიციური მთავრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

საკითხზე საუბრისას ბახტაძემ თქვა, რომ პროპორციული არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობის არსებობა გამორიცხული არ არის. ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს ჰკთხეს, გაერთიანდება თუ არა “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან”, თუმცა მან ამ კითხვას არ უპასუხა.

“რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ალბათობას, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს, ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე თვითონ საარჩევნო სისტემა, რომელიც არის დაანონსებული ჩვენი მხრიდან, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

“კურიერმა” მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

კვლევა 15 ივნისამდე, “გავრილოვის ღამემდე” 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. “პატრიოტთა ალიანსის” 5%, “ლეიბორისტული პარტია” – ასევე 5%.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს და სავარაუდოა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სურათი კიდევ უფრო შეცვლილია და შეცვლილია ქართული ოცნებისთვის არასასურველი მიმართულებით.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი