პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სარჩელსაც.

„მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებასა და ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადმიანი რომელიც გმირულად და ტრაგიკულად შეეწირა სამშობლოს დაცვას.

ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილი“- მიმართა პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.

ოჯახის ადვოკატმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თამარ ავალიანმა კი განაცხადა, რომ ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგ უკვე ამზადებს სარჩელს, რომელსაც უახლოეს მომავალში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარადგენს.

გარდა ამისა, თამარ ავალიანის თქმით, ისინი ელოდებიან საქართველოში საქმეზე გამოძიების დასრულებას, მისი განცხადებით, თუ გამოძიება ეფექტურად არ ჩატარდება, არ არის გამორიცხული, რომ სტრასბურგში ტატუნაშვილის ოჯახის სახელით სარჩელი საქართველოს წინააღმდეგაც წარადგინონ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უკვე ამზადებს საჩივარს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. წარვადგენთ ამ საჩივარს რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად იმ სახელმწიფოს შეერაცხებაადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელიც  კონკრეტულ ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ მზადდება უკვე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ეს საჩივარი“ – აცხადებს თამარ ავალიანი.

loading…

პოპულარული

„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი