“პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში” – “ევროპული საქართველო” აბაშიშვილს პასუხობს

ევროპული საქართველო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე პასუხობს.

კახიძის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში.

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას ახდენს თავად მარგველაშვილი, როდესაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორის თუ მოძალადის შეწყალებას,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

loading…

პოპულარული

"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი
დაწერე კომენტარი