პრეზიდენტი ნიქოზში – პოლიცია ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

ნიქოზი

საქართველოს პრეზიდენტის ნიქოზში გამოჩენას ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ქართველმა სამართალდამცველებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, განსაკუთრებული აგრესიით პოლიციის უფროსი, თემურ ჟუჟნიაშვილი გამოირჩეოდა. მომხდარზე ჟურნალისტები შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს. მან ნიქოზი უკომენტაროდ დატოვა. პრეზიდენტი მხოლოდ წირვას დაესწრო, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელზე გადაიხადეს. პრეზიდენტი არ შეხვდა არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და არ მოისმინა მათი პრობლემები 

ტაძარში შეძვრა ჩუმად და გამოძვრა ისევ გაიპარა… არავის შეხვედრია. ძალით მოყვანილი და დასმული პრეზიდენტია მე კი არა მთელი საქართველო ამას ფიქრობს” ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.

ნიქოზში სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან გაემგზავრა.

დაწერე კომენტარი