“პრეზიდენტი იტყუება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ტყუილსა და კონსტიტუციის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მან შეარჩია. კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური როლი ჰქონდა აჭარის უმაღლესი საბჭოს შერჩეული კანდიდატის წარსადგენად.

„პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და მან კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად. არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია, ამ შემთხვევაში მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში ბუნებრივია მარგველაშვილს. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება, მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის მიერ, მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს, მან უნდა პატივი სცეს მათ შორის იმ ინსტიტუტებს რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მან ამ შემთხვევაში გამოავლინა უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა „შერჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და აჭარის მთავრობის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი