პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცია სიცრუეა – ხატია მოისწრაფიშვილი

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი არ ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრესსპიკერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

„ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს, ყოველთვის ვგრძნობდი. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათვის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული. 

მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთაც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არასწორი და მცდარი ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ, ამას ვაცნობებ უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა imedinews-თან საუბარში.

მანამდე სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა ირინა შენგელიამ განაცხადა, რომ ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა ის ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება.

პოპულარული

ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა - ქართველი მედიკოსების გაფრთხილება კორონავირუსთან დაკავშირებით
ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 100 ლარი და თაფლი
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
მაიორ დვალიშვილს, რომელმაც ლევან იზორიას ძმისსკანდალური კადრები გაასაჯაროვა, ხელისუფლება ატერორებს - საგანგებო განცხადება
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
დაწერე კომენტარი