სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ტრაგედია აღარ განმეორდეს

კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა დაპირისპირებას ეხმიანება. პრემიერის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“განათლების მინისტრს მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გავააქტიუროთ საუბარი ჩვენს ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. ზომები მისაღებია არა მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების ან თუნდაც, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვჭირდება, კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ, უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ”.

პრემიერი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში, მაგრამ, მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან:

“ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე”.

loading…
გააკეთე კომენტარი!