პოროშენკო ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლოდ მალდივის კუნძულებზე ყალბი პასპორტებით გაემგზავრა – უკრაინული მედია

პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლოდ მალდივის კუნძულებზე ყალბი პასპორტებით გაემგზავრა – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული გამოცემა “strana” ავრცელებს. სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები პოროშენკოს და ოჯახის წევრებს უსაფრთხოების სამსახურმა დაუმზადა.

შავი ჩაი ასკილით

გამოცემა წერს, რომ ძალოვან უწყებას უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა და მოტივად პრეზიდენტის მისამართით არსებული მუქარის შემცველი გზავნილები დაასახელა.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის რეისზე, რომლითაც პოროშენკომ, ოჯახის 9 წევრთან ერთად, მალდივის კუნძულებზე იმგზავრა, მგზავრები სხვა სახელებით იყვნენ დარეგისტრირებულნი. ფრენა კი 188 ათასი დოლარი დაჯდა, ხოლო მთლიანად დასვენების ხარჯებმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა.

 

იტვირთება…

პოპულარული

"არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გტკივა..." - მამა პეტრეს ღია წერილი გიორგი გაბუნიას
„რუსთავი 2-ის თოთოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება“ - ნიკა გვარამია
"გაბუნიას ერთ დროს ბერობა უნდოდა, რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან... მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა"
,,ბიძა გოგონას ოთახში შევიდა და სექსით დაკავდა... " - 15 წლის გოგონას შოკისმომგვრელი ისტორია
დაწერე კომენტარი