“პომპეოს მოწოდებები ივანიშვილისა და ქართული ოცნების დასასრულს მოასწავებს… მან დასავლეთის მხარდაჭერაც გაანიავა”

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნოდარ ინანეიშვილი, სოციალურ აშშ – ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწოდებებს ეხმაურება, რომელიც მან პრემიერ მამუკა ახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

პომპეოს დღევანდელი მოწოდებები, რომელიც საარჩევნო სისტემისა და სასამართლო სისტემის გამართვა, გაუმჯობესებას ეხებოდა, არის ზუსტად ის გზავნილი, რაც ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დასასრულს მოასწავებს.

ბოლო წლებია მიხვდა რა ოლიგარქი, რომ მისი ნდობის ხარისხი და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში ყოველდღიურად იკლებს , ცდილობს სრულად დაიმორჩილოს სასამართლოს ყველა შტო და რამენაირად 2024წლამდე არ შეცვალოს სრულიად ამაზრზენი საარჩევნო სისტემა.

ქართველი ხალხის არ იყოს ივანიშვილმა დასავლეთის მხარდაჭერაც გაანიავა. (თუ ქონდა საერთოდ ესეთი) 
შესაბამისად ჯერი ჩვენზეა!!! ქართული ოცნება უნდა დასრულდეს!!!

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ გამერთულ ბრიფინგზე მაიკ პომპეომ იმ მთავარ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსგან ითხოვს. ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანა იყო, ასევე პომპეომ ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობასაც:


“დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს,“- განაცხადა პომპეომ.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი