პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოსაც ვიცავთ – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

აზოვი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, Reuters-თან ისაუბრა.

cyc

“იმედი მაქვს, მსოფლიო საკუთარ შეცდომას მიხვდება… ყველაფერი, რასაც ჩვენი ჯარისკაცები აქ აკეთებენ, არამხოლოდ მარიუპოლში, არამედ უკრაინაში – გვჯერა, რომ ვიცავთ არამხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს”. – თქვა პალამარმა მედიასთან საუბარში. 

აზოვის პოლკის წარმომადგენლის თქმით, მარიუპოლში ახლა სიტუაცია შუა საუკუნეების ალყას ჰგავს. 

“ახლანდელი ტაქტიკა შუა საუკუნეების ალყას გავს. ალყაში ვართ მოქცეული, ისინი, ჩვენი დაცვის ხაზის გასარღვევად, ბევრ ძალას აღარ გზავნიან. საჰაერო იერიშები მოაქვთ”. – აღნიშნა კაპიტანმა პალამარმა. 

პალამარის თქმით, მარიუპოლის მცველები იქამდე იბრძოლებენ, სადამდეც საჭირო იქნება.

“რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები არ არის დაუსრულებელი და იწურება ყოველი დღის აქტიური ბრძოლების შემდეგ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება”. – თქვა Reuters-თან აზოვის პოლკის წარმომადგენელმა.

პალამარმა ისაუბრა აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულ მშვიდობიან მოსახლეობაზეც.

“მათთვის საკვები მოგვაქვს და ჯანმრთელობას ვუმოწმებთ, მაგრამ მათთან ცხადი მიზეზების გამო ვერ გავჩერდებით: მტერმა შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს და თქვას, რომ… ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან ვიმალებით”. – თქვა მან. ასევე დაამატა, რომ 500-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო ჰყავთ, რომელთაც რთულ ოპერაციებს საჭირო რესურსების არარსებობის გამო ვერ უტარებენ.

აზოვის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მებრძოლები რუსეთისთვის ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ და გაიმეორა მესამე მხარის ჩართვის შესაძლებლობა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი