პოლიციის მაღალჩინოსანი მუშას შეეჯახა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ავარია

ამბროლაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ანტონ დოლიძე, ავტომაგისტრალზე დასაქმებულ მუშას დაეჯახა. შუახნის მამაკაცი, შემთხვევიდან რამდენიმე საათი ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფოს დაგვიანების გამო, ის გარდაიცვალა.

შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოხდა. შემთხვევის დროს, პოლიციელის მანქანაში ისხდნენ მისი არასრულწლოვანი შვილებიც.

გარდაცვლილი მუშის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. პოლიციელის ახლობლები კი ამბობენ, რომ შემთხვევის დროს თავად დოლიძეც დაშავდა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში წევს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებაზე საუბრობენ გარდაცვლილის ახლობლებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყებამ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

დაწერე კომენტარი