პოლიციაში არ იციან სად არის – ელჩინ ალახვერდიევი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია გაუჩინარდა

მარნეულის მცხოვრები

მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი, რომლიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, გაუჩინარდა.

საუბარია პირზე, რომელსაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდა აიძულეს და მას სავარაუდოდ სახეზე შარდის წასმაც მოუწია.

ოჯახისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ელჩინ ალახვერდიევის შვილი. ის ამბობს, რომ მამა დილით სამართალდამცავებმა წაიყვანეს თუმცა, სად იმყოფება ამჟამად არ იცის.

რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, დეტალები მისთვის უცნობია.

„მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი პოლიციელებმა წაიყვანეს სახლიდან პოლიციაში არ იციან სად ჰყავთ. შესაძლოა, რუსთავში იყოს გადაყვანილი.

ვიდეოს გადაღების დროს აქ არ ვიყავი, მაგრამ ყველა ამბობს და ცხადია, რომ ვიდეოს ჩაწერის დროს მუქარას ჰქონდა ადგილი, მას არა ერთი , სულ მცირე ხუთი ან ათი ადამიანი ემუქრებოდა

მამაჩემი „ქართული ოცნების“ წევრია და როდესაც ვნახე ვიდეო, სადაც მამაჩემი „ქართულ ოცნებას“ აგინებს დავინახე რომ მის გვერდით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იდგნენ.ვიდეო 10 ივნისს არის გადაღებული. არ ვიცი ზუსტად ვინ ესწრებოდა გადაღების პროცესს, იყვნენ თუ არა “ქართული ოცნების” წევრები, გამგეობის, ან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვისაც ველაპარაკე ყველა ამბობს, რომ თეიმურაზ აბაზოვი გადაღების დროს იქ იყო,“-ამბობს ალახვერდიევის შვილი.

loading…

პოპულარული

"იუდამაც ასეთი სიტყვა უთხრა მაცხოვარს... თქვენი გაპრეზიდენტება არ შეიძლება" - შემოქმედის მიტროპოლიტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ
12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე," - მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა, რა შეიძლება მოჰყვეს ჰესების მშენებლობას
საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ფინანსთა მინისტრის შეთავაზება ხორბლის გადამზიდავებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - აქცია გრძელდება და ხელისუფლებას ვადა ოქტომბრამდე აქვს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი