ჩუმლაყში გუშინ მომხდარი მკვლელობის მონაწილე პოლიციას ჩაბარდა

არ გადაკვეთო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის მონაწილე, 49 წლის მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა.

პირი, რომელმაც გუშინ ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, მოკლა ერთი და მძიმედ დაჭრა მისი მეგობარი, ამჟამად კახეთის პოლიციის სამმართველოში იმყოფება და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გუშინ მოხდა. სოფლის მაღაზიასთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 

ინციდენტის შედეგად, გარდაცვლილია სოფელ ახაშენში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი ადამიანი მძიმედაა დაჭრილი და გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე მომხდარ ფაქტზე,  108- ე და 19, 109- ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს, შესაბამისად.

დაწერე კომენტარი