პოლიციამ 200 000 დოლარის გამოძალვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიცია

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე ჩატარდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გაავრცელა.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს“, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი