პოლიციამ ინტერნეტით ნარკომოვაჭრეები დააკავა

borkilebi

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით,თბილისში რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ. დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკები ამოიღეს. ასევე,  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. ,,ბიო“.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

პოპულარული

"ვაჟა იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს..." - თამილა ლაფანაშვილი (ვიდეო)
"მაქვს მოლოდინი, რომ მოიტანენ რაღაც მიუღებელს, რომელიც შეურაცხყოფის ან დაცინვის ზღვარზე იქნება" - გრიგოლ ვაშაძე
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია საოკუპაციო ხაზთან - აქციის მონაწილეებმა ჰაერში ბუშტები და თეთრი ხალათი გაუშვეს (ვიდეო)
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ წუთებში იწყება
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში აქციას მართავენ
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
„მილიონი კაცია და ჩამოყვანილი როგორაა, კამერა მიაბრუნეთ, ნახეთ რა პასუხია, გენიალური“ - ქალბატონი "ოცნების" აქციიდან (ვიდეო)
"ამდენი უპატრონო ადამიანია და ესენი კიდევ ზეიმობენ" - "ოცნების" აქციაზე ირაკლი ხომასურიძემ პროტესტის ნიშნად თავზე ნაცარი დაიყარა (ვიდეო)
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი