სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო შენს პოლიტიკურ თამაშში, სცდება ღირებულებით განცდას ადამიანში – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების პოლიტიკა უაღრესად მკაცრია.

“მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, მაგრამ სიურპრიზი უწოდო და სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო, ასე ვთქვათ, შენს პოლიტიკურ თამაშში და ასეთ მოვლენას უწოდო სიურპრიზი და კიდევ „დაგვიანონსო“ მსგავსი სიურპრიზები, ჩემი აზრით, ეს სცდება საერთოდ ღირებულებით განცდას ადამიანში. ის,

რაც მოხდა გეგონოს სიურპრიზი და რამაც ასე შეგვძრა ყველანი.

ასე რომ, ამასთან დაკავშირებით მე შინაარსობრივ კომენტარს, როდესაც პოლიტიკური კომენტარი, სცდება ადამიანობის და ცივილიზებულობის ყველა ზღვარს, მე ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება და რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო მიიღო.

ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მხრიდან თავის დროზე ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ “პრეზიდენტმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა”.

„ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და კიდევ შემიძლია დავაანონსო, რომ შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გველის ალბათ იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული . შესაბამისად, აქ შეიძლება ზედმეტიც ითქვას, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეთ ამ შეწყალებებში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება მისი შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ ,რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უდოს კომისიას 6-ჯერ აქვს ნათქვამი უარი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს არის ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

თავის მხრივ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ“თხოვნას შეწყალებაზე ერთვოდა ოჯახის სურვილი, ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე“.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, – ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

loading…

პოპულარული

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მირზა სუბელიანს სქაპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს
„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი