პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყობა

თაწმინდის გამგეობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინიციატივით, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერი მოეწყობა. წლების განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიას არ ჰქონდა არანაირი დატვირთვა. გამგეობის ინიციატივით, რამდენიმე კვირაში მოქალაქეებს მყუდრო და ლამაზი მოსასვენებელი ზონით სარგებლობა შეეძლებათ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკვერში გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.
2017 წელს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სკვერს და სრულად მოეწყო 3 ახალი სკვერი (თარხნიშვილის პირველი ჩიხი №7, იაშვილის ქ. №15; სოფ.ტაბახმელა, №18 კორპუსის მიმდებარედ) წლის ბოლომდე, კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყობა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე
loading…
გააკეთე კომენტარი!