პოზნერმა და მასთან ერთად მყოფებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და რესტორანში გადაინაცვლეს

პოზნერი

რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული – კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

პოლიციელები აცხადებენ, რომ “სიტუაციაში ერკვევიან”.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”. 

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში რუსული იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდას ეწევა, რუსკი კლუბია. კლუბს ვლადიმერ პუტინის ფონდთან ერთად, ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუც” აფინანსებს.

რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული – კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

პოლიციელები აცხადებენ, რომ “სიტუაციაში ერკვევიან”.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”. 

დაწერე კომენტარი