პოდოლიაკი ლავროვის განცხადებაზე: კრემლი უკრაინაში გენოციდის გამართლებას ცდილობს

პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ებრაელებთან დაკავშირებით ლოგიკური ახსნა აქვს.

cyc

როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, კრემლს ასეთი განცხადებებით უკრაინაში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამართლება სურს.

“ლავროვის ღიად გამოხატული ანტისემიტური განცხადებები კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა. ისტორიის გადაწერის მცდელობაში მოსკოვი უბრალოდ ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად”, – წერს პოდოლიაკი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელევიზიასთან, Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა: “მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია, ჰიტლერსაც კი ებრაული სისხლი ჰქონდა.”

“მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია. ფაქტი არ უარყოფს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. მე მჯერა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ზოგიერთი ყველაზე ცუდი ანტისემიტი ებრაელია.”- განაცხადა ლავროვმა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი