თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, უნდა წავიდეთ სასულიერო პირები – მეუფე იობი დავით გარეჯზე საუბრობს

„მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ… თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს,“ – ეს განცხადება მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი) დავით გარეჯში ჩასვლის შემდეგ გააკეთა.

სასულიერო პირები დღეს გარეჯში ჩავიდნენ, მონასტრის 18-ვე ტაძარსა და სალოცავში საჩვენებელი წირვა-ლოცვა აღავლინეს და სათქმელი ორივე ქვეყნის მთავრობას სწორედ სადავო მიწიდან უთხრეს.

მეუფე იობი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი არ მორიდებია არც სხვა სენსიტიურ საკითხზე საუბარს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში წლებია არსებობს.

„შეიძლება ეს გადაწყდეს, რომ გარეჯის უდაბნო, რომელსაც არანაირი საშიშროება არ ემუქრება, დარჩეს საქართველოს და იტყვის სახელმწიფო, რომ აი, ჩვენ მოვაგვარეთ, დავით გარეჯაზე ხომ გქონდათ პრობლემა, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე. აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი. თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება. მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს,” – განაცხადა მეუფემ.

მეუფე იობის თქმით, დავით გარეჯის უდაბნოში არსებული სადაო ტაძრის გარდა, საქართველომ უნდა მოითხოვოს ჰერეთის დაბრუნება.

“ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე, გონიერება ეყოფა, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენს წინაშე, ასეთი გამოწვევა დადგა,“ – განაცხადა მეუფე იობმა.

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი