პირველი ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული გრანტი მოიპოვა

2017 წლის სექტემბრიდან კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) განაგრძობს სწავლას.  


ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი დაფარავს.
ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კომაროვის სკოლის მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება.
გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე უკვე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
ელენე მაჩაიძემ TOEFL- ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT -ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული ელიტარული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-იდან 770 ქულა მიიღო.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს  წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ინსტიტუტი ცნობილია სხვა სფეროებითაც, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის მიმართულებით.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი