პირველი ინფორმაცია რუსეთში ავარიის დროს გადარჩენილი ქართველების შესახებ

ლიპეცკის ოლქში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ “პირველ არხს” ლიპეცკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენს ადმინისტრაცისთან. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს შორის არის ერთი ბავშვი, რომელსაც აქვს მსუბუქი დაბეჟილობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე სტანოვლიანსკისრაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა. 

მოსკოვი-თბილისის რეისი ავტობუსში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა – ორი მძღოლი და 17 მგზავრი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე იყო.

“ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა ორი ავტობუსი“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

loading...

პოპულარული

"აღელვება" თუ არაკომპეტენტურობა: რა განსხვავებაა სწრაფსა და დაჩქარებულ ტესტებს შორის და რომელს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაკეტილ რეგიონებში
5 ახალი ინფიცირებული რამდენიმე საათში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
''ოთხი შვილი შოშიებივით შემომყურებენ როდის მივუტუან საჭმელს..მიწა მოგვაყარეს, ცოცხლად დაგვმარხეს'' -COVID-19 -ის გამო სოციალურად დაუცველებს, მთვრობამ ყოველთვიური შემოსავალი შეუწყვიტა
''ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა'' - მარინა ეზუგბაია
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ამარცხებს- საავადმყოფოებში მოთავსებულ დაავადებულ პაციენტთა რიცხვს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
სასტიკი მკვლელობა გურჯაანში - მამამ 3 თვის შვილი მოკლა
დაწერე კომენტარი