“პირველად გოგო რომ მეყოლა ქმარი მეჩხუბა, მეორედ სახლში არ შემიშვა – უამრავი აბორტი გავიკეთე”

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში სელექციური აბორტით და ქმრის მხრიდან, ბიჭი შვილის ყოლის მძაფრი სურვილით გამოწვეულ 25 წლის ქალის ტრაგედიაზე წერს.

2004 წელს გიორგი რომ დაიბადა, ჩემთან ერთად პალატაში მოათავსეს 25 წლის გოგო. ვიდრე ბავშვს მოუყვანდნენ ექიმი მოვიდოდა თუ ექთანი ყველას ეკითხებოდა – ნამდვილად ბიჭია, ხო? კიო, – ეუბნებოდნენ ექიმები, თან უხსნიდნენ, რომ ბავშვს რაღაც პატარა პრობლემა ჰქონდა და ორ დღეში მიუყვანდნენ.
და, მაინც, 25 წლის დედა, როგორც კი თეთრხალათიანს დაინახავდა, ეგრევე “ეცემოდა” და ეკითხებოდა: ხომ ნამდვილად ბიჭია?
ორი დღე ავიტანე, ხმა არ ამომიღია და მესამე დღესაც იგივე რომ დაიწყო დილიდან, “ვეცი”: რა გააწყალე გული და რით ვერ დაიმახსოვრე ბიჭი რომ გააჩინე, გეკითხა ბავშვი როგორაა, სქესს რომ კითხულობ ორი დღეა-მეთქი.
ჰოდა, მოყვა ამბავი: მამა ადრე გარდამეცვალა, დედამ გამზარდა, ძალიან გვიჭირს, ჩემს გარდა 4 შვილი ყავს, ამიტომ სკოლა დამთავრებული არც მქონდა რომ გამათხოვა, შეძლებულ ოჯახში შევედი, 15 წლით უფროსია ჩემი ქმარი, პირველი გოგო რომ გაჩნდა, მეჩხუბა დედამთილი, ბიჭი გვინდოდაო. მეორე გოგოზე სახლში არ მიშვებდნენ. 4 წელია უამრავი აბორტი გავიკეთე, ოთხ თვემდე მიმიყვანდნენ, ეხოზე სქესს დაადგენდნენ და რაკი გოგო იყო აბორტს მიკეთებდნენ. ორივე შვილი საკეისროთი გავაჩინე, ეს მესამე საკეისროა, არ ვიკეთებდი საკეისროს, მესამეჯერ თურმე საშვილოსნოს გაჭრიან, მაგრამ ჩვენი სოფლის ექიმმა მითხრა არ ამოგაჭრიანო და ამიტომ დავთანხმდი. თბილისში ჩამოვედი ექიმთან და დამაწვინეს, არც მიკითხავს არაფერი, ახლა უნდა ვიკითხო საკეისროს შემდეგ საშვილოსნო ხომ არ ამოუჭრიათ…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვი შემოუყვანეს, დავხედე რამდენჯერმე, ხან გოგოს ვუყურებდი (წამებში), ხან ბავშვს… მიხვდა – მამამისს ჰგავსო, –
მითხრა. ამ ანგელოზივით გოგოს ქმარი რომ მოვიდა ცოლის სანახავად დედამისთან ერთად და დედამისმა ბავშვი გაატიტვლებია “პასპორტი” რომ ენახა, აი, იქ…
25 წლის გოგოს კი ექიმმა არ დაუმალა საშვილოსნო რომ ამოაჭრეს… ნახევრად მკვდარი გაიყვანეს სამშობიაროდან…
პირადად მე ეს ინიციატივაც მომწონს და აბორტსაც თუ აკრძალავენ, ამასაც მივესალმები…
პ.ს. ამიტომ არაფერია საღადაო, ზოგიერთები რომ ღლაბუცობთ, ჰარიქა, საქმე არა აქვთო… დაფიქრდით ცოტა.

 

loading…

პოპულარული

„გამიშვან, მიშას დავბრიდავ, იარაღიც არ დამჭირდება...“ - ახალი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს (ვიდეო)
მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
„ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით“ - გია ხუხაშვილი
"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)
"თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე... " - ნიკუშა შენგელაიას მეუღლე
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
დაწერე კომენტარი