“პირდაპირ თქვა, რომ ორი პირი სარალიძეს ფარდულში ბასრ საგანს უტყამდა” – რა ჩვენება მისცა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა

ზაზა სარალიძე

ბრალდებულმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი პირი ფარდულში მყოფ დავით სარალიძეს კონკრეტულ ბასრ საგანს უტყამდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელმაც სასამართლოს დღეს ჩვენება მისცა, პირდაპირ დაადო ხელი ორ პირს და ისინი დანაშაულის ჩადენაში ამხილა. ამასთან, კაკაბაძის თქმით, ბრალდებულის ჩვენება ამყარებს ექსპერტიზის იმ დასკვნას, რომელიც საქმეში დევს.

 

“ბრალდებულმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი პირი ფარდულში მყოფ დავით სარალიძეს ურტყამდა კონრეტულ ბასრ საგანს. ერთი მათგანი ურტყამდა მარცხენა მხრიდან, მეორე კი მარჯვენა მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ისეთი პირები აყენებდნენ დაზიანებას დავით სარალიძეს, რომლებიც საერთოდ არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ესენი არიან მოწმეები, რომლებიც ცდილობენ, რომ დანაშაულში ამხილონ სხვა პირები, თუმცა სინამდვილეში სავარაუდო დანაშაული სავარაუდოდ სწორედ მათ მიერაა ჩადენილი. რა თქმა უნდა, ამ მოწმის ჩვენებით სრულად გამყარდა ჩვენი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ პირებს მფარველობენ, ისინი შეგნებულად არ მისცეს პასუხისგებაში და არ დასაჯეს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. ასევე, ამ მოწმის ჩვენებით გამყარდა ის ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც არსებობს ამ საქმეში. ჩვენ ასევე ველოდებით ახალი ექსპერტიზის დასკვნებს და მე დარწმუნებული ვარ, ახალი ექსპერტიზის დასკვნაც დაადასტურებს იმას, რომ არა ორი, არამედ გაცილებით მეტი დანაა გამოყენებული დავით სარალიძის დაჭრის დროს”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის საუბარი იმაზე, რომ მოწმის ჩვენება სანდო არაა, საფუძველს მოკლებულია.

 

“როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს იმაზე, რომ მოწმის ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ ისმის კითხვა – ვისი ჩვენებაა დამაჯერებელი ბრალდების მხარის ოქროს მოწმის, რომელიც თავად აყენებდა სავარაუდოდ ჭრილობებს გარდაცვლილს, რომელიც დაინტერესებული მოწმეა და რომელმაც დაახლოებით ხუთჯერ შეცვალა ჩვენება? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მარტივია განვსაზღვროთ, თუ რომელი მოწმის ჩვენებაა დამაჯერებელი. მე მაინტერესებს ბრალდების მხარე აპირებს თუ არა პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც დღეს დაკითხულმა პირმა დანაშაულში ამხილა?!”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
თბილისში მძღოლებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს
დაწერე კომენტარი