პირბადის ტარება შეიძლება ქუჩაშიც სავალდებულო გახდეს და სოლიდური ჯარიმაც დაწესდეს

მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდა გარე სივრცეში მოქალაქეები პირბადეების გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. 

„პირბადეების გაუკეთებლობა ჩვენთანაც ისჯება, ჯარიმაა ამაზე დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე სიარულისთვის, თუმცა ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდოთ მოქალაქეებს, არ უნდა გვჭირდებოდეს „შოლტის ეფექტით“ მუშაობა. 

ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ჩვენი მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან რეკომენდაციებს. თუ იქნება იმის საჭიროება და თუ დავინახავთ, მათ შორის გარე სივრცეში, რომ პირბადის ტარების საჭიროება არის, ამას გავაკეთებთ და საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნება პრობლემა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

დაწერე კომენტარი