პირადად მე, ჟურნალისტი, რომელსაც უკანონოდ უთვალთვალებენ და უსმენენ, ვაპირებ შევიტანო პროკურატურაში განცხადება – ეკა კვესიტაძე

“მთავარი არხის” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. ამის შესახებ მან “ღამის მთავარის” ეთერში ისაუბრა:

პირადად მე, ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი, რომელსაც უკანონოდ უთვალთვალებენ და უკანონოდ უსმენენ და ამ მოსმენების მტკიცებულებაც არსებობს, ვაპირებ შევიტანო პროკურატურაში განცხადება, ვაპირებ, რომ ამ საქმეს მივცე სამართლებრივი გაგრძელება და მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ჟურნალისტმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ისე პოლიტიკოსმა, ყველამ უნდა ვუჩივლოთ ივანიშვილის რეჟიმს იმისათვის, რომ ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ უკანონო მოსმენებს და უკანონო თვალთვალსაც, – ამბობს ეკა კვესიტაძე. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი