პიკი ნოემბრის შუაში გვექნება და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ბევრად მეტი იქნება – პაატა იმნაძე

იმნაძე კორონაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილი პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა და ის ნოემბრის შუა რიცხვებისკენ არის მოსალოდნელი. ტვ პირველის ეთერში იმნაძემ ისიც განაცხადა, რომ ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ახლა არის:

„ხომ ვიცით, მსოფლიოში რა ხდება? აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს რეალობა, ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში არის კორონა, ეს კორონას რაოდენობა არის მზარდი, კიდევ უფრო მოიმატებს და კი ბატონო, სადღაც ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება პიკური რაოდენობა.

საბედნიეროდ, კორონავირუსის შემთხვევების პიკი არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკს. სეზონური ვირუსების ერთი პიკი გვაქვს ხოლმე დეკემბრის ბოლოს, მეორე – სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში. ანუ კოვიდის პიკური რაოდენობის ზედდება არ მოხდება სხვა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობასთან, ეს იქნება ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის ” – განაცხადა იმნაძემ.

დაწერე კომენტარი