ჟერარ პიკეს პატიმრობა ემუქრება

ჟერარ პიკე

„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომობილით, – იტყობინება ესპანური მედია. ამის გამო, ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრება.

12-ივე ქულის დაკარგვა გულისხმობს მართვის მოწმობის ავტომატურად ჩამორთმევას. სწორედ ასე მოხდა ბარსელონელის შემთხვევაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის აგრძელებდა მანქანის მართვას.
ამ დარღვევისთვის, ფეხბურთელს ემუქრება ექვსთვიანი პატიმრობა და ჯარიმა 6 ათასი ევროს ოდენობით.

დაწერე კომენტარი