პეტრო პოროშენკო: საქართველოში წმინდა პროვოკაცია მოხდა

პეტრო პოროშენკო

საქართველოს უკრაინული დელეგაცია სტუმრობდა – პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეხვდა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციურ პარტიებსა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს. რა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან უკრაინა და საქართველო, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სამართლებრივ საიკითხებში, პეტრო პოროშენკომ ამ კითხვებზე უპასუხა.

„ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, უკრაინისთვისაც ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც ქართველებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოც ანალოგიურად განიცდიდა 2014 წელს ყირიმის ანექსიას. ამას იმ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა მოწმობს, რომლებიც ჩვენს შიარაღებულ ძალებში ჩაეწერნენ უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად. ქართველებიც მხარდაჭერაში მომავალშიც დარწმუნებული ვართ, ისევე, როგორც თქვენ უნდა გქონდეთ უკრაინელების მხარდაჭერის იმედი.

 

ჩვენ რუსულ აგრესიასთან ბრძოლა გვიწევს, შესაბამისად, ყველა ღონეს უნდა მივმართოთ გამარჯვების მოსაპოვებლად. აუცილებელია სანქციების გაგრძელება, მივესალმები, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთან, აუცილებელია დიალოგის ფორმატის შენარჩუნება. საქართველოს გამოცდილებასაც ვითვალისწინებთ… ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან დიალოგზე გადის.

 

საქართველოში წმინდა პროვოკაცია მოხდა, უკრაინაშიც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას. მიუხედავად ამისა, მე, უკრაინის პრეზიდენტი, მზად ვარ, თუ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებას მივაღწევთ და რუსეთი ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო ძალას გაიყვანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხარს დაუჭერს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა აღდგეს”, – განაცხადა პოროშენკომ.

ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა სააკაშვილის ექსტრადირებაც. ითქვა, რომ უკრაინის მოქალაქის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა უკრაინის კონსტიტუციით აიკრძალება. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია პოროშენკოს სააკაშვილის სამართალდამცავებისთვის გადაცემა, თუ ეს საკითხი უკრაინაში დღის წესრიგში არ დგას, ამ შეკითხვას პეტრო პოროშენკომ შემდეგნაირად უპასუხა:

„ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია. მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ. უკრაინის ხელისუფლებას ერთი მთავარი პრინციპი აქვს – სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტირებული ბრალდება. ჩვენ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, თუ კრიმინალური შემთხვევა მართლაც ფიქსირდება”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

წყარო : wyaro
loading...

პოპულარული

როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი