პეტრე კოლხის პასუხი მჟავანაძეს: მე არასდროს ვიქნები ისეთი ეკლესიის წევრი, სადაც…

ნიკოლოზ მჟავანაძე და მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი Facebook-ის საშუალებით უფლედამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეს პასუხობს:

ეს ციტირება ეკუთვნის, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარეს-ნიკოლოზ მჟავანაძეს

,,პეტრემ გააღიზიანა მრევლი თავისი არასრულწლოვანი შვილის პიკანტური ფოტოების სოცქსელში გამოქვეყნებით. ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მერე წერს, _ ნუ ჭორაობთო. არავის აინტერესებს მისი შვილი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა მამა პეტრეს გაიძახის, თანაც არ არის მღვდლისა და მამისგან ასეთი საქციელი ლამაზი. მაინტერესებს, რატომ არ განკვეთენ პეტრე კოლხს ეკლესიიდან”…

ბატონო ნიკოლოზ, რომელი მრევლი გააღიზიანა, ლამის ქრისტესაც რომ ჩამოხსნიან ჯვრიდან და თავიდან გააკრავებ იმის გამო, რომ სასუფეველში პირველი ავაზაკი შეუშვა?!. ვერც ქრისტე შეუშვებდა ვერავის ვერსად, ავაზაკის შინაგანი დამოკიდებულება ამისთვის მზად რომ არ ყიფილიყო…
რომელი მრევლი მოგყავთ მაგალითად, ისინი, ვინც გარეგნულ ქრისტიანობას ზედმიწევნით კარგად რომ ასრულებენ, მაგრამ სძულთ ყველა და ყველაფერი?!
თუ ისინი, საკუთარი ცოდვების დაფარვის ხარჯზე, სხვას აქილიკებენ და ქვას და ტალახს ესვრიან?! ან კიდევ ისინი, რომლებიც დირეთი ისე დაბრმავდნენ, სხვისი ბეწვიც გოლიათი ჰგონიათ?!
მე არასდროს ვიქნები ისეთი ეკლესიის წევრი, სადაც ქრისტიანობის დაცვის უმთავრესი იარაღი სიძულვილი, აგრესია, ბოროტება, ბოღმა, შური და ეგოიზმია… მე იმ ეკლესიას მივეკუთვნები, სადაც უფალი და მისი მცნებები მეფობს, სადაც მიტევება, სიყვარული, ურთიერთას სიმძიმის ტვრითვა, ჰუმანიზმია მთავარი ამოსავალი პრონციპი…
თუ იმან გაგაღიზანათ, თქვენივე თქმით, რომ ხალხი მამა პეტრეს გაიძახის?!
ჩამოყალიბდით, რა უფრო მტკივნეული არის თქვენთვის, ჩემი შვილის ფოტო თუ ათასობით ადამიანის განუზომელი მოწიწება, ერთგულება, მხარში დგომა, პოეზიისადმი თბილი დამოკიდებულება, ნუგეში?!

დანარჩენისგან თავს შევიკავებ…
მაპატიეთ!..

 

გადამოწმებულია FTI.GE-ს მიერ

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!