პერსონალურ სანქციებზე კითხვას მურუსიძე ლექსით პასუხობს:”არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,

ლევან მურუსიძე

ე.წ კლანის წევრი, გავლენიანი მოსამართლეები არ ფიქრობენ, რომ მათ რამე წვლილი მიუძღვით ევროკავშირის მხრიდან 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებაში. 

არადა, სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ანგარიშვალდებულება და ხარისხია ის პრობლემები, რის გამოც ევროკავშირმა დახმარების შეჩერებაზე ლაპარაკი დაიწყო. 

კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, ლევან მურისიძე ამბობს, რომ ის ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

ამასთან, მურუსიძემ ევროკავშირის მხრიდან პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ლექსით უპასუხა: . 

პირადად რაც შემეხება, იმაზე გაგცემთ პასუხს. პერსონალურ სანქციებზე საშიშროებას ვხედავ თუ არა – კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს. პოლიტიკურ თემებზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება. 

[პერსონალურ სანქციებზე] ზოგადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ – თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად? 

ერთი ასეთი ლექსია: 

“არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა, 

ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც […]

თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ-რაა“. – თქვა ლევან მურისიძემ ფორმულას ჟურნალისტის კითხვების პასუხად.  

რეკლამა

დაწერე კომენტარი