„პატრიოტთა ალიანსს” მოსკოვში სერგეი გავრილოვი უმასპინძლებს

“სერგეი გავრილოვმა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისთვის მზად არის,” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია RIA გავრილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრილოვის განცხადებით, შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, არამედ ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია, მაგალითად, შვეიცარია.

მან ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტი მოსკოვში შეაფასა, როგორც საქართველოში შიდა პოლიტიკური მოვლენებისადმი ჯანსაღი რეაქცია.

RIA იუწყება, რომ კვირას მოსკოვში პარტიის ​”პატრიოტთა ალიანსი” დეპუტატების ვიზიტზე ინფორმაცია მათ დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ლომაიამ დაუდასტურა.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი