,,პატრიარქის მოსაყდრე ეკლესიაში პრორუსული ფლანგის გაძლიერებას ცდილობს” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი არჩილ გმზარდია სოციალურ ქსელში წერს:

იმის ნაცვლად, რომ პატრიარქის მოსაყდრე პრორუსიზმის დასრულებას ცდილობდეს ეკლესიაში, პრორუსული ფლანგის გაძლიერებას ცდილობს. ვერაფრით გამართლდება ის ფაქტი, რომ ე.წ. მმკ-ს სასულიერო ლიდერები მოსაყდრის მთავარი გვერდით მდგომი და მხარდამჭერი ნაწილია.

ის, რისი პერსპექტივებიც ახლა იქმნება პატრიარქის მოსაყდრის მიერ, უფრო და უფრო მეტად ქმნის უიმედობისა და მიუღებლობის მიზეზებს. ეს კი ეკლესიის ნგრევის პირობა იქნება.

სასულიერო პირები, რომლებიც რუსული ეკლესიისა და შესაბამისად, რუსული ხელისუფლების გავლენის სივრცეა, მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ნგრევას ისახავს მიზნად. ასეთ პერსპექტივებში კი, რასაც ამ ეტაპზე მოსაყდრე ავლენს, ჩვენი დედა ეკლესიის ნგრევა გარდაუვალი იქნება, რისი პროცესიც, სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია.

პოპულარული

"ჯეოსელი" გათიშულია - ასიათასობით აბონენტი კავშირის და ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი
„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს... ნუ ბრაზდებით"- კამათი ჟურნალისტსა და პრეზიდენტს შორის (ვიდეო)
5 და 10 წლის და-ძმა, რომელთაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა მძიმე მდგომარეობაში არიან
უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - 27 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში დაღუპული იპოვეს
დაწერე კომენტარი