,, პატიმრობის ვადით მე დავწინაურდი, მაგრამ ესკობარის ტყვეობით პასტრანამ მომიჯოკრა. ლედეზმამ მე ჯერ წინ მაქვს ყველაფერიო”

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

მარცხნივ ანტონიო ლედეზმაა. ვენესუელას დედაქალაქ კარაკასის ყოფილი მერი, პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილია ამჟამადაც. ლედეზმას არჩევის შემდეგ ჯერ ჩავესმა და მერე მადურომ კარაკასის მერიას უფლებები ჩამოართვეს. დაახლიებით იგივე ქნეს, რაც ივანიშვილმა 2013 წელს, როცა თბილისის მერიას უფლებებს გვაჭრიდა. შუაში ანდრეს პასტრანაა idc-cdi პრეზიდენტი, ბოგოტას მერი1988-1990 წლებში და კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი(1998-2002). 1988-ში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პაბლო ესკობარის ბრძანებით მედელინის კარტელმა მოიტაცა და რამდენიმე კვირა ტყვეობაში გაატარა. სადილზე ალბათ ხვდებით ძირითადად რაზე იყო ლაპარაკი. პატიმრობის ვადით მე დავწინაურდი, მაგრამ ესკობარის ტყვეობით პასტრანამ მომიჯოკრა. ლედეზმამ მე ჯერ წინ მაქვს ყველაფერიო. მოკლედ სადილზე მაგრად მოვილხინეთ. ბოლოს ტკბილი მოგონებების სადღეგრძელიც დაილია. კნიაზ წერეთელი ჩვენი საერთო მეგობარი და მემატიანე იყო😂

loading…

პოპულარული

"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი
დაწერე კომენტარი