“უპატრონო პატიმრებს პატრონობდა, ლუკმას უყოფდა.სუსტი წერტილი მისი შვილია,მას რომ ახსენებდა…”-როგორ ეხმარებოდა ციხეში პატიმრებს მამიდა?

ვინ არის და როგორ ეხმარებოდა ციხეში პატიმრებს მამიდა?
ყოფილი პატიმარი ქალი როენა ხუცურაულის ციხეში ყოფნის პერიოდზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“როენაზე უნდა მოვყვე …
ფეხი სტკივა როენას, ციხეში მძივებითა და თვლებით მოჭედილი ჯოხით დადიოდა.
უპატრონო პატიმრებს ძირითადად ვაგზლიდან შემოყვანილებს პატრონობდა, ლუკმას უყოფდა, აცმევდა და ხედავდა. 
ნასწავლი ხალხი მიყვარსო იძახდა, 
ხო და ნასწავლ ხალხთან ლაპარაკი არა, მოსმენა უყვარდა. თავის თავზე ასე ჰყვებოდა “პატარა გოგო ტრაქტორისტის შვილი ჩამოვედი თბილისში, ბევრი ომი გამოვიარე მაგრამ მაინც დავდექი ფეხზეო… “
როენას განსაკუთრებული სუსტი წერტილი მისი შვილია. შვილს რომ ახსენებდა თვალებიდან ვარსკვლავები სცვიოდა. 
პაემანის რიგში, რომ დავინახავდი ვიცოდი, რომ შვილთან მიდიოდა განსაკუთრებულად მოპეწკილი. 
სხვებს არიგებდა ხოლმე “თქვენები რომ მოგივლენ გალამაზდით და ისე გადით სანახავადო, ისედაც გული უსკდებათ აქ რომ ვართ და კიდე აჯაჯული ხომ არ უნდა გვნახოს ვინმემო. ერთმანეთისა ითხოვეთ მოიცვით, მოლამაზდით და ისე გადით შვილებთანო…”
როენაზე დღეს ვიცინით, მამაიდაა მამიდაო… 
მაგრამ როენა დედაა და ბებია …

და მთავარი არავინ არ ბოზობს ძალით ყველას სხეული მისი ნებაა.

და ბოლოს როენა “თეთრი ბაირაღების” მოშიაშვილსა ჰგავს, იმდენი იცის რომ თუ გუდა გახსნა ნახევრი მთავრობა გაიქცევა ქვეყნიდან , მაგრამ ისიც იცის რომ ის გუდა არ უნდა გახსნას და მიტომაა როენა.
მე ჯანმრთელობას ვუსურვებ როენას , ავკარგიანი ქალია მერწმუნეთ !
პ.ს. წინა პატიმრობისას როენამ სასამართლოზე მოსამართლეს სთხოვა გამიშვითო, მოსამართლემ ჰკითხა შეიცვლით ცხოვრების წესოო ? როენამ უპასუხა ამ ასაკში ” უჩიწელნიცა” ვეღარ გამოვალო . თავად უფრო სახალისოდ ჰყვებოდა ამ ამბავს”-იხსენებს მაკა მოსიაშვილი.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი