პატარკაციშვილის საქმე – პროკურატურის ინფორმაციით, შეკვეთილი მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისგან სანქცირებული და დათა ახალაიასთან შეთანხმებული იყო

ბადრი პატარკაციშვილი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ, განმარტება რამდენიმე წუთის წინ, მთავარ საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კუდ-ის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსი გ.მ, მეორე მთავარი სამმართველოს ყოფილ მოადგილეს ლ.ქ-სა და ლ.შ-ს წარედგინა ბრალდებები.

კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ ამოღებული ჩანაწერებიდან ერთ-ერთი კონკრეტული პირის მკვლელობის მომზადების დეტალებია შეთანხმებული.

“კერძოდ, 2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერში  კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს.  საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი  მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს, “-აცხადებენ პროკურატურაში.

მეორე ჩანაწერი კი რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, კაციტაძის თქმით, მოდულის შენობაში გამართულ თათბირს ასახავს, სადაც ასევე საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე. კაციტაძე ამბობს, რომ ამ ჩანაწერში პირდაპირ განიხილება პატარკაციშვილის მკვლელობის გზები, მათ შორის მოწამვლის გზით.

“რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი  ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.;  რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი  პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ  მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით  მოწამვლაზე, რაც   ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება  კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ  დათა ახალაიასთან,”-განაცხადა კაციტაძემ.

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი