პატარა ნოუთბუქი დიდი საქმეებისთვის

მაკბუქი

მათთვის ვისთვისაც გაზაფხული ნაყოფიერად დაიწყო და დადგა ახალი ნოუთბუქის შეძენის დრო, გთავაზობთ ორ პრაქტიკულ ვარიანტს, ორივე ეს მოდელი სრულყოფილად ერგება ბიზნეს და სასწავლო პროცესებს, გამოირჩევა ფასთან შედარებით მაღალი ხარისხით და ფუნქციონალით.

პატარა ნოუთბუქი დიდი საქმეებისთვის

HP ProBook 430 G5 გარედან საკმაოდ პატარაა და პირველი შეხედვიდანვე განსხვავდება თავისი წინამორბედისგან ProBook 440 G5, HP-მ სრულად განაახლა ახალი მოდელების დიზაინი, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა ალუმინის მაჯის დასადები, რომელიც ვერცხლისფერის მაგივრად შავ ფერშია წარმოდგენილი.
იქიდან გამომდინარე რომ ეს მოდელი ბიუჯეტურია, მაჯის დასადების გარდა დანარჩენი კორპუსი შავი, გლუვი პლასმასისგან არის დამზადებული. კიდევ ერთი რაც განაპირობებს ამ მოდელის დაბალ ფასს არის 13.3 დიუმიანი დისპლეი, რაც საკმაოდ იშვიათი ზომაა ბიზნესისთვის განკუთვნილ ნოუთბუქებში, თუმცა სწორედ ზომა განსაზღვრავს მის კომფორტულობას საქმეში. ეს დაბალწონიანი მოდელი გამოირჩევა კოფორტული კლავიატურით, მანძილი ღილაკებს შორის და დაწოლის სიძლიერე სრულყოფილად არის შერჩეული სამუშაო გარემოსთვის. ვიზუალურად და შეგრძნების დონეზე სასიამოვნო ეფექტს ახდენს სარკისებრი მაუსის ნაწილიც.


ProBook 430 G5 სპეციალური გამოცემაა HP– ს საკომუნიკაციო პროგრამიდან. ამ კონფიგურაციის ძირითადი მახასიათებლებია: 512 GB SSD მეხსიერების ბარათი, 16 GB ოპერატიული მეხსიერება და Intel Core i5-8250U. ამ მონაცემებით ეს მოდელი სტუდენტებისთვის საუკეთესო არჩევანია.

ნოუთბუკი

ოქროსფერი პროფესიონალიზმი

Apple MacBook Air 13.3″ 128GB Gold ეს ოქროსფერი საოცრება ვიზუალურადაც სწორედ ისეთი ეპატაჟურია როგორიც ფუნქციონალით. ეს არის წინა ვერსიებისგან სისწრაფით გამორჩეული მოდელი, რომელიც HP-ის ანალოგიურად 13.3 დიუმიანი დისპლეით არის წარმოდგენილი. კლასიკური ალუმინის ინტერფეისი საოცარ ეფექტს ახდენს მყიდველზე, 1440 x 900 პიქსელიანი ეკრანი საკმარისია ყველაფრის დასანახად, თუმცა თანამედროვე მოდელებში ეფლმა ეს ფაქტორი გაითვალისწინა და ეკრანზე მეტი იმუშავა.
ამ მოდელს გამოარჩევს ძალიან სასიამოვნო კლავიატურა, Air’s Intel Core i5-5350U CPU პროცესორი კი განაპირობებს რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების შესაძლებლობას.
კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია იცოდეთ ამ მოდელთან დაკავშირებით არის მისი ელემენტის სასიამოვნო გამძლეობა, შესაძლოა დამტენის ტარებაც კი არ მოგიხდეთ.
ორივე ეს მოდელი ხანგრძლივ ინვესტიციას წარმოადგენს თქვენს საქმიანობაში. გამძლეობისა და ფუნქციონალის თვალსაზრისით სრულყოფილ სამსახურს გაგიწევთ.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი