“პატარა ბავშვივით მეფერებოდა, სულ ცდილობდა ესიამოვნებინა ჩემთვის” – ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე

“შაკიკი მაქვს საკმაოდ რთულ ფორმებში და ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. ამ დროს პატარა ბავშვივით მეფერებოდა, სადილს მიმზადებდა და სულ ცდილობდა, ესიამოვნებინა ჩემთვის”, – ამის შესახებ განცხადებას მსახიობ ზაზა ბეჟაშვილი მეოღე თამარ ორაგველიძე აკეთებს.

როგორც ორაგველიძე ამბობს, ბეჟაშვილი “ეკრანზე რომ ჩანდა, ისეთი მხიარული არ იყო ცხოვრებაში, ბევრად სერიოზული გახლდათ”.

“იუმორით იყო სავსე და ჩემშიც ეს მოსწონდა. მეუბნებოდა, კარგი იუმორი გაქვს და შენთან თავს კარგად ვგრძნობო. შეგვეძლო, საათობით გველაპარაკა. ძალიან კარგი მოსაუბრე და ძალიან განათლებული ბიჭი იყო. იუმორს არასოდეს კარგავდა, მაგრამ ეკრანზე რომ ჩანდა, ისეთი მხიარული არ იყო ცხოვრებაში, ბევრად სერიოზული გახლდათ. პასუხისმგებლობის ძალიან დიდი გრძნობა ჰქონდა. პირად ურთიერთობაში, სახლში სულ სხვა ზაზა იყო, ვიდრე გარეთ და ეკრანზე ჩანდა. თუ რამეს ვაკეთებდი, მომეხმარებოდა. მივლიდა, თუ ცუდად ვიყავი”, – აცხადებს ორაგველიძე “სარკესთან”.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი