პატარა არავინ არ არის – ვოლსკის პასუხი ივანიშვილის ფრაზაზე “არ დამირეკოთ”

ვოლსკი

ოცნებაში ივანიშვილის დანაბარებ “არ დამირეკოთ”–ს პასუხობენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის გარეშეც შეუძლიათ გამოწვევებს დაუპირისპირდნენ.

გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ “პატარა არავინ არ არის” და გუნდი უკვე ჩამოყალიბებულია. 

“პოლემიკა იყო ყოველთვის წახალისებული, აქედან გამომდინარე ტრადიცია რასაკვირველია გუნდმა არ უნდა მოიშალოს, თუ კი ამის მამოძრავებელი აღარ იქნება პოლიტიკურ გუნდში, “არ დამირეკოთ” ნიშნავს პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ჭირდება სახელმწიფოს და პოლიტიკურ გუნდს, ჯერ ეს ერთი. მეორე, აქ პატარა არავინ არ არის, რასაკვირველია აქ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს” – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი

დაწერე კომენტარი