პარლამენტმა კანონი დაამტკიცა — 15 ივლისამდე შეიძლება შეიზღუდოს მიმოსვლა, თავშეყრა, საკუთრება

პარლამენტი

81 მომხრე, არცერთი – წინააღმდეგი – პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რითიც მთავრობას, 15 ივლისამდე, მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების უფლება მისცა. 

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საშიშროება დაასახელა.

დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მთავრობას ექნება უფლება, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე, შეზღუდოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.. 

ოპოზიცია კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ. 

დაწერე კომენტარი