პარლამენტი იქნება აქტიურად ჩართული ყველა იმ რეფორმაში, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან – კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თბილისის პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის რეფორმაზე და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, მეტი უფლებებისა და მეტი რესურსების გადაცემას და რა თქმა უნდა ეს რეფორმა წარმატებული ვერ იქნება თუ არ განხორციელდა შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმები და თუ არ გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსები. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა და ძალისხმევა,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის გაძლიერება დამოკიდებულია მოქალაქეთა ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ჩართულობაზე. მისივე განცხადებით, დღეს პარლამენტი მუშაობს ახალი ინსტიტუციების შექმნაზე, რომელიც სწორედ ამისკენ იქნება მიმართული.

„პარლამენტი იქნება აქტიურად ჩართული ყველა იმ რეფორმაში, რომელიც არის დაკავშირებული დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან,“-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

loading…

პოპულარული

„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან და "ცოცხის" დადგმული კადრები (ვიდეო)
სკანდალური კადრები - „სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს“ (ვიდეო)
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ საავადმყოფოსა და ერთ პალატაში (ფოტო)
დაწერე კომენტარი