პარლამენტის წევრების ავტომობილებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმები (2012-2016)

პარლამენტის ინფორმაციით, 2012-2016 წლებში აპარატის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობისას 34 დეპუტატის ავტომანქანაზე გამოიწერა სულ 63 ვიდეო ჯარიმა. ყველაზე მეტი – 27 ვიდეო ჯარიმა 2013 წელს გაფორმდა. სხვა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2012 – 18, 2014 – 8, 2015 – 7, 2016 (6 თვე) – 3 ჯარიმა.

cyc

2012-2016 წლებში ყველაზე მეტი (თითოეულს ოთხი) ვიდეო ჯარიმა ფიქსირდება დავით ონოფრიშვილისა და შალვა კიკნაველიძის  სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე.

3 ვიდეო ჯარიმა ფიქსირდება გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, მანანა კობახიძისა და პაატა კიკნაველიძის  სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე. პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შემთხევაში – ორი ვიდეო ჯარიმა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის განმარტებით, ვიდეო ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ შესაბამისი ავტომობილების მძღოლებს და არა პარლამენტის აპარატს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან ავტომობილების მფლობელებზე გამოწერილი ვიდეო ჯარიმების საერთო ოდენობა ყოველწლიურად მატულობს:

  • 2012 წელი-140,432 საჯარიმო ქვითარი
  • 2013 წელი – 256,391 საჯარიმო ქვითარი
  • 2014 წელი -275,953  საჯარიმო ქვითარი
  • 2015 წელი – 294,558 საჯარიმო ქვითარი
  • 2016 წლის პირველ ექვს თვეში – 161,960 ვიდეო ჯარიმა

რეკლამა

დაწერე კომენტარი