“პანკისის მიწაში მწოლიარე ნატყვიარი კაცი სამართალს ითხოვს, მართალ სიტყვას ითხოვს…” – ნუგზარ წიკლაური

ზელიმხანი

ნაიონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ევროპის უდიდესი სახელმწიფო ზელიმხანის მკვლელობის დამკვეთად პირდაპირ ასახელებს რუსეთს და მათ დიპლომატებს აძევებს გერმანიიდან.

აქ, საქართველოში კი კვლავაც დუმილია ზელიმხან ხანგოშვილის, საქართველოს და კავკასიის პატრიოტის, ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქის მკვლელობის გამო.

… და მთავრობის უღირსებო დუმილი აღარ არის მხოლოდ ლაჩრობა; ეს დუმილი უკვე ჩვენი მეგობრის მკვლელთან – ტერორისტულ რუსეთთან – თანამოზიარეობას და მოკავშირეობას ნიშნავს.

დამუნჯებული და დამონებული საგარეო სამინისტრო არის ხატი ღირსებააყრილი სახელმწიფოსი და ხელმეორედ კლავს ზელიმს – კავკასიის ანთებულ პატრიოტს და მამაც მებრძოლს, ისევე როგორც კლავს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტის გულს.

პანკისის მიწაში მწოლიარე ნატყვიარი კაცი სამართალს ითხოვს, მართალ სიტყვას ითხოვს, გამოსარჩლებას ითხოვს ჩვენგან, მისი ქვეყნისგან, მისი ხალხისგან ❤️🇬🇪😢

სხვა აღარაფერი სჭირდება ჩვენგან.

დაწერე კომენტარი