საოკუპაციო ხაზთან პანიკაა – სოფელ ხურვალეთში, რუსი ოკუპანტების დამატებითი დანაყოფები გადაისროლეს

სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. მათ მავთულხლართები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ადგილობრივის, ბატონისაშვილების ბაღში გაავლეს და დაიკავეს რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც.

სამართალდამცველებს ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოდან სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ. ისინი მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

არსებული ვითარების გარკვევას და დეტალების დაზუსტებას “რუსთავი2” სუს-ში ცდილობს.

ხურვალეთის პარალელურად რუსი ოკუპანტების დამატებით რაზმები პატრულირებენ ატოცში, იქ, სადაც “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” საგუშაგოა.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
აღაიანში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა
დაწერე კომენტარი