საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა.

შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებასთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლაშა ლაბაძემ – დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა; ბიზნესომბუდსმენმა – ირაკლი ლექვინაძემ, ასევე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა,  ბექა ფერაძემ.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა,  მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ, რომელთა დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, სექტემბერში ამოქმედებული კანონის ახალი რედაქციით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება, უფრო  მარტივად და ამასთანავე,  სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
დაწერე კომენტარი