„პათოლოგები, ხელის მოსაკიდებლები ნახეთ რას ჰგავს…“ – დიდუბეში აიწონა-დაიწონა „დაამონტაჟეს“

აიწონა

სოციალურ ქსელ Facebook-ში დიდუბეში არსებული ატრაქციონის ფოტო გავრცელდა, რომელიც დაზიანებულია. დიდუბის რაიონულ გამგეობაში აცხადებენ, რომ ატრაქციონი დაზიანდა, რის შემდეგაც გამგეობის თანამშრომლებმა დაზიანებული ელემენტები ტერიტორიიდან გაიტანეს.

გამგეობაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ატრაქციონი აღდგება, როგორც კი ტენდერი დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

„პათოლოგები, ხელის მოსაკიდებლები ნახეთ რას ჰგავს, გარყვნილები ეგენი“, – წერს სოც.ქსელის მომხმარებელი.

დაწერე კომენტარი