თურქეთში სერიალების პავილიონები დაიწვა

თურქეთში, სტამბულში, Beykoz-ის დასახლებაში დაიწვა ფეხსაცმლის ყოფილი ქარხანა, სადაც ბოლო დროს პოპულარულ თურქულ სერიალებს იღებდნენ. ამის შესახებ Dunyanews-ი წერს.

ხანძრისას განადგურდა სერიალების რეკვიზიტები და ხის კონსტრუქციები.

სტამბულის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ალი კარაჰანმა დაადასტურა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. შენობას ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა. ამჟამად ის ლიკვიდირებულია.

ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული სერიალები „მგლების ხეობა“ და „მკვდრეთით აღმდგარი ერთუღრული“, რომელიც გარდა თურქეთისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

პოპულარული

ჩინეთიდან დაბრუნებულმა 22 წლის გოგომ კლინიკას ვირუსის ნიშნებით მიმართა
რა ხდება რეალურად ჩინეთში? კორონავირუსით დატანჯული და ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები - უმძიმესი ვიდეოკადრები
იუნა შაფათავა მანჰეტენზე გაშიშვლდა - „ქართველი ემიგრანტი ნიუ იორკში“
ბრიტანელ ტურისტს ტაილანდელ მეძავთან სექსის შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა
დაწერე კომენტარი