პაველ არძინბა და დმიტრი ხაგბა ჩაცხრილეს

აფხაზეთში, გუმისთას ხიდზე, უცნობმა პირებმა ავტომობილში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან პაველ არძინბა და მისი მძღოლი, დმიტრი ხაგბა ჩაცხრილეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ჯერჯერობით ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. პაველ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილ პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო. 2012 წლის 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ პინდარია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.

პაველ არძინბა, რომელიც 5 წელია ძებნაში იმყოფებოდა, 2017 წლის 26 სექტემბერს თავისი ნებით ჩაბარდა და სასამართლომ იგი აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების უფლების აკრძალვით, გირაოთი გამოუშვა..

loading…
გააკეთე კომენტარი!