პაატა სალია რუსთავი2-დან ნანუკა ჟორჟოლიანსაც უშვებს

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას თქმით, ტელეკომოპანიიდან იმ ჟურნალისტებს გაუშვებენ, რომლებთანაც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, მათ ნაწილთან დაკავშირებით რ2-ის ხელმძღვანელობა შვებულებების დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ადამიანებს შორის სალიამ ნანუკა ჟორჟოლიანიც დაასახელა:


„ნანუკას შემთხვევაში, მას აქვს კომპანიის იურისტების ანალოგიური განცხადება გაკეთებული, „ჩვენ ვასაჩივრებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, კარგი იქნება თუ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენ სარჩელს უფრო სწრაფად მიიღებს სტრასბურგის სასამართლო.“ ნანუკა პირდაპირ აცხადებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა და ასეთ ვითარებაში, ერთად მუშაობა, თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის მინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება მესაკუთრეს იყოს მასთან დასაქმებული და ა.შ.“- განაცხადა სალიამ.

სალიას თქმით, მისი ინფორმაცით ამ დროისთვის ნანუკა ჟორჟოლიანიც შვებულებაშია.

პოპულარული

შს მინისტრი იზორიას ძმას ამართლებს და საკუთარ თანამშრომლებს უპირისპირდება:"იქნებ პოლიციელები აყენებენ შეურაცხყოფას, ბოლომდე ნახეთ ვიდეო?"
“ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს” - ნათია თურნავა
ემუქრება თუ არა მკვლელი ვირუსი საქართველოს? - “ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში"- რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს და რა საფრთხეებზე საუბრობს ქართველი ექიმი
შეპარდი: კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს
106 გარდაცვლილი და 1680 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეში- კორონავირუსი ყოველდღე ძლიერდება
კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
"ოცნება" - 25%, ყველა ოპოზიციური პარტია ჯამში 57%-ზე მეტი - საიდუმლო რეიტინგები მმართველი პარტიის კრახს წინასწარმეტყველებენ
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
დაწერე კომენტარი